Header image  
kino  
  
 
 
 
 


qariSxlis win

კოტე მარჯანიშვილის პირველი ქართული მხატვრული ფილმი. ფილმი დაკარგულია. მასში ასახული იყო 1905 წლის რევოლუციის წინა პერიოდი, მუშათა და გლეხების ცხოვრება, მიგრაცია ქალაქებში და რევოლუციის დაწყება. ფილმში ასევე ასახული იყო ყეენობის დღესასწაული. მარჯანიშვილის ასისტენტი იყო ნიკოლოზ შენგელაია.

siuJeti

ფაბრიკის მეპატრონესთან კონფლიქტის გამო თადე და გიჟუა ქალაქს ტოვებენ და სოფელში ბრუნდებიან. გიჟუას თადეს და ტასია შეუყვარდება. მათი ქორწილის წინა დღეს, თავად როსტომის ბრძანებით, საპატარძლოს თავადის სახლში წაიყვანენ. მეგობრები ქალს დაიხსნიან და გლეხობაში მჩაგვრელი თავადების საწინააღმდეგო პროპაგანდას წამოიწყებენ. ამბოხებული გლეხები თავად როსტომს მოკლავენ. პოლიციისგან დევნილი თადე და გიჟუა ქალაქში დაბრუნდებიან და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაებმებიან. მოქანდაკე კრილოვა, რომლის ბინაშიც არალეგალურ კრებებს ატარებენ, რევოლუციონერებს გასცემს. მათ დააპატიმრებენ.

rolebSi

  • ლადო კავსაძე (გიჟუა – მუშა – რევოლუციონერი)
  • ლილი ღოღობერიძე (ტასია – გიჟუას საცოლე)
  • ლ. ქართველიშვილი (თადე – გიჟუას მეგობარი)
  • ივლიტა ჯორჯაძე (მარო)
  • ლ. სოკოლოვი (გადმოსახლებული რევოლუციონერი)
  • ნიკო გოცირიძე (მოხუცი)
  • მარია არნაზი (კრილოვა – პროვოკატორი)
  • ალექსანდრე იმედაშვილი (პეტუა)
  • ა. ალშიბაია (თავადი გიგო)
  • სიმონ ჟივიძე (საქუა)
  • უშანგი ჩხეიძე (ნიკო)
  • დიმიტრი მჟავია (გოროდოვოი)
  • ქეთევან ანდრონიკაშვილი (კატინე)
  • გიორგი ფრონისპირელი (კინტო)
  • დავით ჩხეიძე (მღვდელი)
  • ვლადიმერ ადამიძე (ჯაშუში)
  • შალვა დადიანი
  • ზაალ ტერიშვილი
  • ვლადიმერ გვიშიანი (იმერელი)

gadaReba

კინოში გამოუცდელი რეჟისორი ვერ ასცდა ტექნიკურ ლაფსუს, კადრებში ალაგ-ალაგ ჩანს გადამღები ჯგუფის წევრები. მან წინასწარ საგაზეთო სტატიითაც მოუწოდა მაყურებელს, მომავალ ფილმში ბევრი შეცდომა იქნება და მკაცრად არ განმსაჯოთო.

პრემიერა გაიმართა კინოთეატრ „აისში“,სხვა ვერსიით კი კონსერვატორიის დარბაზში. მაშინდელმა პრესამ ფილმი მოიწონა.

 

ixileT aseve